„ხელოვნების პოტენციალი სოციალურ განახლებაში” – ონლაინსემინარი

22 აპრილი, 13:00 საათზე, ონლაინსემინარი – „ხელოვნების პოტენციალი სოციალურ განახლებაში” გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სემინარის პირველ ნაწილს, გაუძღვება ვატო წერეთელი და ისაუბრებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: რას ნიშნავს ხელოვნება, როგორც სოციალური ინოვაცია? Რა მნიშვნელობა აქვს შემოქმედებითობის პოტენციალის რეალიზებას ამ კუთხით და სხვა.
სემინარზე განხილული იქნება თანამედროვე ხელოვნების სფეროში არსებული გამოცდილებები და მათი გრძელვადიანი პოტენციალი განსაკუთრებით აჩქარებული ცვლილებების პირობებში. ასევე, წარმოდგენილი იქნება ისტორიული მაგალითები: იოზეფ ბოისი, ნიკოლა ბურიო და არაფორმალური სამაგისტრო პროგრამის ქეისი თბილისში: „შემოქმედებითი მედიაცია“.
ხოლო  სემინარის მეორე ნაწილი დაეთმობა ადგილობრივი მაგალითის განხილვას, რომლის შესახებაც ისაუბრებს გვანცა ჯიშკარიანი, Patara gallery and The Why Not gallery-ის თანადამფუძნებელი. გვანცა ისაუბრებს საგალერეო გამოცდილებაზე: თუ როგორ შეიძლება ხელოვნება გავხადოთ საჯარო სივრცის ნაწილი. ასევე, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეთ კომერციულ და არაკომერციულ სივრცეებს სოციალურ ინოვაციებზე და, ზოგადად, როგორ შეუძლია ხელოვნებას იყოს სოციალური ცვლილების ნაწილი.
პრეზენტაციების შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხის სესია.
სემინარი გაიმართება „ზუმის“ ფორმატით, შემოქმედებითი საქართველოს ორგანიზებით, ბრიტანეთის საბჭოს, საგრანტო პროგრამის: „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლება უმაღლესებისათვის”, ფარგლებში.
დასასწრებად სავალდებულოა რეგისტრაცია: https://forms.gle/aSy81r2o45Rgu4kZ6

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები