„გოგიტას ახალი ცხოვრება“ – ლევან კოღუაშვილის დოკუმენტური ფილმის ჩვენება
24 აპრილს, 22:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბში ნაჩვენები იქნება ლევან კოღუაშვილის დოკუმენტური ფილმი – „გოგიტას ახალი ცხოვრება”.
ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე IDFA.
ლევან კოღუაშვილი: „მინდოდა გადამეღო ფილმი ციხეზე და ციხის მძიმე ცხოვრებაზე. გამომივიდა ფილმი ცოლის მოყვანაზე. უფრო სწორედ ბედნიერების ძიებაზე და კიდევ რაღაცაზე რისი ახსნაც მიჭირს. ეს რაღაცა სევდიანია, მაგრამ თბილიც და ალაგ-ალაგ სასაცილოც“.
ფილმის ჩვენება გაიმართებაეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. პირდაპირი ჩვენების ბმული ასევე გაზიარდება ეროვნულ კინოკლუბში.