ოზურგეთში დაკარგული გოგონა პოლიციამ იპოვა

ოზურგეთში დაკარგული 17 წლის მარიამ ბურჭულაძე პოლიციამ რამდენიმე წუთის წინ იპოვა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

როგორც შს სამინისტროში “კვირას” განუცხადეს, დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
ცნობისთვის, მარიამ ბურჭულაძე 19 აპრილს სკოლიდან შინ არ დავრუნებულა.

სახლში ინგლისურ ენაზე მარიამის დაწერილი წერილი იპოვეს, რომელსაც პოლიცია სწავლობს. ოჯახის წევრები და ახლობლები წერილის შინაარსზე ვერ საუბრობენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ინიციალებითპედაგოგი და რამდენიმე კლასელია აღნიშნული.

ერთ-ერთი ვერსიით, მარიამი ცნობილ ინტერნეტთამაშს თამაშობდა, თუმცა ნაწილი ამ ვერსიას გამორიცხავს. ახლობლები ოჯახისგან ან სკოლისგან ზეწოლას გამორიცხავენ.

მარიამ ბურჭულაძე ბოლოს სკოლაში ნახეს. ის საგზაო ვიდეოკამერებმა ოზურგეთი-ქობულეთის გზაზე ფეხით მიმავალი დააფიქსირა. სოფელ მუხაესტატედან კი გოგონას კვალი იკარგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები