სალომე სამადაშვილი ციხეში ნიკა მელიას მონახულებას გეგმავს
“შეიძლება, ნიკა მელია მოვინახულო”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამნისტიის შესახებ პარტიის თავმჯდომარესთან კონსულტაციები მნიშვნელოვანია.
“შეიძლება, ნიკა მელია მოვინახულო. ამ კანონპროექტის განხილვას რადგან ვიწყებთ, ამნისტიის შესახებ, მნიშვნელოვანია ამ პროცესში ნიკასთან კონსულტაციები. ჩვენი ამოცანაა, მივაღწიოთ იმას, რომ ნიკა გათავისუფლდეს საპატიმროდან”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.