ამირან გამყრელიძე: ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ეპიდსიტუაცია გვექნება აღდგომის წინა დღეებსა და ბრწყინვალე შვიდეულში
დაწესდება თუ არა სააღდგომოდ შეზღუდვები – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველაფერი ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.
“ეს დამოკიდებულია, თუ როგორი გვექნება ეპიდსიტუაცია აღდგომის წინა დღეებში და შემდეგ ბრწყინვალე შვიდეულში. დღეს საბჭოს სხდომაზე იყო ეს საკითხი განსახილველად. საპატრიარქოსთან კონსულტაციები იქნება. აღდგომის წინა დღეებში ჩვენი თხოვნაა, რომ ტაძრებში მაქსიმალურად იყოს დაცული რეკომენდაციები, დარწმუნებული ვარ, საპატრიარქო ყველაფერს გააკეთებს”, – აღნიშნა გამყრელიძემ.