ე.წ. სამხრეთ ოსეთის “პარლამენტმა” ე.წ. საზღვრის დემარკაციის კომისიის შემადგენლობას დაუჭირა მხარი

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებმა “სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის” წარდგენილი კანდიდატურები დაამტკიცეს.

ე.წ.კომისია “საქართველოს საზღვართან დაკავშირებით” მასალების შესწავლით დაკავდება. ე.წ. კომისიის საქმიანობის შედეგად, ე.წ.სამხრეთ ოსეთის “საზღვრის შესახებ კანონში” ცვლილებები შევა.

როგორც ე.წ.კომიტეტის თავმჯდომარემ, აცამაზ ბაბილოვმა თქვა, “საპარლამენტო ფრაქციებმა 10 კანდიდატურა წარადგინეს”.

კერძოდ, კომუნისტურმა პარტიამ მალხაზ გაგლოევის კანდიდატურა წარადგინა; სახალხო პარტიამ – რობერტ ოსტაევი და ძამბოლატ მედოევი; “ერთიანი ოსეთი” პეტრე გასიევი და აცამაზ ბიბილოვი; “ხალხთა ერთიანობა” ალან ტეხოვი; პარტია “ნიხასი” დავიდ სანაკოევი და ალან ალბოროვი; სამართლიანობისთვი დეპუტატთა გაერთიანებამ კი – ივა სლანოვი და გარი მულდაროვი.

წარდგენილი კანდიდატურების განხილვა ე.წ.პრეზიდიუმის სხდომაზე მოხდება.

ე.წ.საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხთა კომისიის შექმნა ე.წ.პარლამენტში 2019 წლის ოქტომბერში გაჟღერდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები