„აირჩიეთ ერთი წიგნი, რომელიც ყველაზე მეტად გინდათ, რომ გაჩუქოთ“ – მწერალთა სახლის აქცია

 წიგნის საერთაშორისო დღეს 23 აპრილს მწერალთა სახლი უერთდება მიმართავს ახალგაზრდებს – ჩაერთონ მწერალთა სახლის სახალისო აქციაში: „აირჩიეთ ერთი წიგნი, რომელიც ყველაზე მეტად გინდათ, რომ გაჩუქოთ“.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, მსურველს შეუძლია მწერალთა სახლის ფეისბიქგვერდიდან გააზიაროს წიგნის ფოტო საკუთარ გვერდზე 22 აპრილის ჩათვლით, ჰეშთეგით: #წიგნებიმწერალთასახლიდან და #აჩუქეწიგნი, თან დაურთოს მცირე ტექსტი – რას ნიშნავს წიგნის დღე მისთვის და რატომ არის კონკრეტულად ეს წიგნი საუკეთესო საჩუქარი.
23 აპრილს მწერალთა სახლი გამოავლენს საუკეთესო კომენტარების ავტორებს და საჩუქრად გადასცემს მათ თავისივე შერჩეულ წიგნს.
სულ გაჩუქდება 23 წიგნი – თანამედროვე ქართველი და უცხოელი მწერლებისა და კლასიკოსი ავტორების საბავშვო და საყმაწვილო ნაწარმოებები.
წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის მსოფლიო დღე იუნესკოს გადაწყვეტილებით, 1996 წლიდან 23 აპრილს აღინიშნება
საფუძველი კი ამ დღეს ბევრად უფრო ადრე, 1923 წლის 23 აპრილს, კატალონიაში ჩაეყარა, როცა ტრადიციის მიხედვით, წმინდა გიორგისა და ვარდების სახალხო დღესასწაულზე კატალონიელები ერთმანეთს ვარდებს ჩუქნიდნენ. წიგნით მოვაჭრეთა გილდიამ გადაწყვიტა, ვარდებთან ერთად თანამოქალაქეებისთვის წიგნებიც ეჩუქებინა.
დაწვრილებით იხ: https://www.facebook.com/writershousegeorgia

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები