„წმინდა გიორგის კულტი პალესტინურ-იერუსალიმურ და კონსტანტინოპოლურ ლიტურგიკულ კრებულებში (IV/V-XI საუკუნეები)“

 23 აპრილს, 15:00 საათზე, საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, ელექტრონული პლატფორმის Hangouts Meet-ის საშუალებით, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „წმინდა გიორგის კულტი პალესტინურ-იერუსალიმურ და კონსტანტინოპოლურ ლიტურგიკულ კრებულებში (IV/V-XI საუკუნეები)“. ლექციას წაიკითხავს თეოლოგიის მაგისტრი, რომის წმ. ანსელმ კენტერბერიელის პონტიფიკალური ლიტურგიკის ინსტიტუტის ლიცენზიანტი, კახა შჩერბაკოვი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ლექცია შეეხება დიდმოწამე გიორგის (303/4წ.) კულტის ასახვას, კერძოდ კი, მისი დღესასწაულების კვლევის კონტექსტში გამოვლენილ იმ მასალას, რომელიც ჩვენამდე ძველი ქართული უნიკალური ხელნაწერების მეშვეობითა მოღწეული.
მოწამის კულტის იმ ასპექტებს, რომელიც ეორგოლოგიისა და აგიოლოგიის შესწავლის საგანია, შესანიშნავად ასახავენ ადრებიზანტიური, ანუ იერუსალიმურ-პალესტინური და შემდგომ უკვე, კონსტანტინოპოლური საღვთისმსახურო კრებულები. ამ მასალის მეშვეობით შესაძლებელი ხდება, მივუახლოვდეთ საქართველოში წმ. გიორგის კულტის შემოსვლის საწყისებს.
ონლაინლექცია დისკუსიის ფორმატსაც ითვალისწინებს, რა დროსაც დამსწრე საზოგადოებას შეკითხვების დასმისა და საკუთარი მოსაზრების ჩამოყალიბების შესაძლებლობა ექნება. ბმული: https://meet.google.com/vmk-immr-mtk?authuser=0

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები