ნიკო ფიროსმანის ნახატი და ილია ზდანევიჩის დაბადების დღე

1894 წლის 21 აპრილს დაიბადა პოლონური წარმოშობის ქართველი ფუტურისტი მწერალი, მხატვარი, პოეტი და მკვლევარი ილია ზდანევიჩი, ილიაზდი.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ამ დღესთან დაკავშირებით აქვეყნებს ნიკო ფიროსმანის ნამუშევარს.
„ზდანევიჩს თავის ძმასთან კირილთან (ასევე ცნობილი მხატვარი და ხელოვნებათმცოდნე) ერთად დიდი წვლილი მიუძღვის ნიკო ფიროსმანის შემოქმედების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობაში. მათი აქტიური მონაწილეობით ფიროსმანის ნამუშევრები მოსკოვში გამოფინეს.
1921 წლის ოქტომბერში ილია გაემგზავრა პარიზში, სადაც, მიხეილ ლარიონოვის ხელშეწყობით, გაეცნო რუს ხელოვანებს, აგრეთვე – პაბლო პიკასოს, რობერტ და სონია დელონეებს, ტრისტან ტრაზას, პოლ ელუარს და ბევრ დადაისტს. სწორედ პარიზში ჩატარებულ ერთ-ერთ კონფერენციაზე, 1922 წელს, გამოყენა პირველად ფსევდონიმი „ილიაზდი“. ამ ამბიდან 5 წელიწადში არტისტმა მუშაობა დაიწყო კოკო შანელთან მხატვრად. ფაბრიკაში მუშაობის პერიოდში, ქართული ტექნიკის გამოყენებით, ქსოვის ახლებური მანერა შექმნა და ის მალევე დანიშნეს ლეგენდარული ფრანგი დიზაინერის ფაბრიკის დირექტორად“, – აღნიშNულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის ინფორმაციაში.

ნიკო ფიროსმანი. „ილია ზდანევიჩი“. 1913. ზეთი, მუყაო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები