უკრაინის ფინანსთა მინისტრი სერგეი მარჩენკო საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სააკაშვილს საჯაროდ მის კორუფციაში დადანაშაულების საპასუხოდ, „შულერს“ უწოდებს.
გამოცემა „LB.ua“-სთან ინტერვიუში მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილი რაღაცის გაკეთებას შეეცადა, მაგრამ იდეები არ მოუვიდა, ახლა კი უცხო ადამიანებს ადანაშაულებს.
„შულერია დიდი გზიდან, ჩამოსული გასტერბაიტერი. ის ჩამოვიდა, რათა რაღაც იდეები განეხორციელებინა, რომლებიც არ მოუვიდა, ახლა კი ცდილობს თავის პრობლემებში ვინმე სხვა დაადანაშაულოს. მე ამომირჩია. მე ამას არ მოვითმენ. ამიტომ ვამბობ, რომ პირობითო ამხანაგო „ს“, გვიჩვენე, რა შეგიძლია. უკრაინაში უკვე გვაჩვენე გუბერნატორობა, ახლა კი უბრალოდ ცდილობ საპნის ბუშტის გაბერვას. შენ „ფეიკი“ ხარ, შენ ხარ „ფეიკისტორია“, შენ უბრალოდ ინფორმაციით გკვებავენ, რადგან, რატომღაც, მიიჩნევენ, რომ ხელზე უნდა გატარონ.
ისინი ფიქრობენ მხოლოდ იმაზე, რომ აი, მე ახლა გავხსნი უკრაინის საბაჟოს და ყველა კარგად იქნება, პირობითად. ისინი აკეთებენ ასეთ წინადადებებს ყოველგვარი მცირედი ანალიზის გარეშე. როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ისინი გვადანაშაულებენ იმაში, რომ ჩვენ კორუფციონერები ვართ. განა ეს ნორმალურია?“ – აცხადებს უკრაინის ფინანსთა მინისტრი. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ფინანსთა მინისტრი კორუფციაში დაადანაშაულა ტელეკომპანია „უკრაინის“ ეთერში გადაცემაში „სავიკ შუსტერის სიტყვის თავისუფლება“.