კულუმბეგოვი: საყოველთაო ვაქცინაციისთვის საკმარისი ვაქცინები საქართველოს ვერ ექნება, ამიტომაც არის პრიორიტეტიზაცია

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, საქართველოს ვერ ექნება საყოველთაო ვაქცინაციისთვის საკმარისი დოზები, რის გამოც ქვეყანაში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, მოქმედებს პრიორიტეტიზაცია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის საშუალებით შეგვიძლია, გავიგოთ, როგორია მოსახლეობის მზაობა ვაქცინების მიმართ.

„რეალისტები თუ ვიქნებით, ჯერჯერობით, უახლოეს დღეებში სრულიად საქართველოს მოსახლეობისა და საყოველთაო ვაქცინაციისთვის საკმარისი ვაქცინები საქართველოს ვერ ექნება, ეს უნდა ვიცოდეთ.
ამიტომაც არის მთელს მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში პრიორიტეტიზაცია. ვისაც სიკვდილობის ან ინტუბაციის მაღალი რისკი აქვთ, ისინი უნდა ავცრათ და დავუთმოთ ეს მცირე რაოდენობით ვაქცინები.
მესმის, რომ ეს ქვეყნისთვის გარკვეულწილად საყოველთაო გამოკითხვაა, რომელსაც რეალურად გამოკითხვის შინაარსი აქვს, რომ ვიცოდეთ მზაობა, მოსახლეობა რა დამოკიდებულებას გამოხატავს ვაქცინის მიმართ.
მე მესმის, რომ ყველას ძალიან გვინდა, ვაქცინები იყოს ხელმისაწვდომი და რაც შეიძლება მაღალი ხარისხის. ყველაზე ბედნიერი მე ვიქნებოდი ასე რომ იყოს “, – აცხადებს კულუმბეგოვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები