კულტურის სამინისტრო პოეტ ზურაბ რთველიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პოეტ ზურაბ რთველიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს პოეტ ზურაბ რთველიაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

ზურაბ რთველიაშვილი, თავისი ლექსებითა და პერფორმანსებით, თანამედროვეობის გამორჩეული ხელოვანი იყო. იგი იყო ავტორი ლექსებისა: „აპოკრიფი“, „ოდდა თავისუფლებას“, „წმინდა მგლების ლოცვა“, „მე ვარ ვენახი“ და სხვა.

2018 წელს წიგნისთვის „პოეზიის დიქტატურა“ ლიტერატურული პრემია – „საბა“ მიიღო.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ზურაბ რთველიაშვილის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და მკითხველს“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

ავადმყოფობის შედეგად, პოეტი ზურაბ რთველიაშვილი დღეს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები