საქართველოს თავდაცვის მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ისრაელის ელჩს, რან გიდორს შეხვდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მინისტრმა საქართველოს ტერიტორული მთლიანობის, ასევე, სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის ისრაელის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა და ჩვენი ერების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა ხაზგასმით აღნიშნა. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელის თავდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმებული
„ურთიერთგაგების მემორანდუმის“ მნიშვნელობაზე, რომელიც კიბერუსაფრთხოების, საჰაერო თავდაცვის, რეზერვისა და მობილიზაციის, სამხედრო განათლებისა და სამხედრო პოლიციის საკითხებში თანამშრომლობის საკითხებს ითვალისწინებს. შეხვედრაზე ისრაელთან სამხედრო წარმოების კუთხით თანამშრომლობის პრიორიტეტულობაზეც ისაუბრეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ისრაელთან ერთობლივი საწარმოების შექმნაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.