ლევან ნიკოლეიშვილი: ბოკერია, უგულავა, ბურჯანაძე, კაპანაძე და ა. შ. ერთადერთი უმარტივესი მიზეზით არ შედიან პარლამენტში – ვერ მოხვდნენ

„ბოკერია, უგულავა, ბურჯანაძე, კაპანაძე და ა. შ. ერთადერთი უმარტივესი მიზეზით არ შედიან პარლამენტში – ისინი უბრალოდ არ არიან პარლამენტის წევრები“ , – ამის შესახებ ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

რაც შეეხება ლეიბორისტების ლიდერ შალვა ნათელაშვილს, ლევან ნიკოლეიშვილს თავისი ვარაუდი აქვს.

„ბოკერია, უგულავა, ბურჯანაძე, კაპანაძე და ა. შ. ერთადერთი უმარტივესი მიზეზით არ შედიან პარლამენტში – ვერ მოხვდნენ, ისინი უბრალოდ არ არიან პარლამენტის წევრები. რაც შეეხება ბატონ შალვას, ნათელაშვილს, ჩემი აზრით (დიდი ბოდიში, თუ ვცდები), მან ასაღები ხელფასი გადათვალა და გარეთ დარჩენის შემთხვევაში მეტი გამოუვიდა,“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი ,,ფეისბუქზე”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები