თინათინ ნიბლოშვილი ვარკეთილის მედიათეკაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე – თინათინ ნიბლოშვილი მუნიციპალური კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგისა და არსებული მდგომარეობის ადგილზე შესწავლის მიზნით, გასვლით შეხვედრებს განაგრძობს. კომისიის თავმჯდომარე ამჯერად, ვარკეთილის მედიათეკაში, რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან რევაზ სოხაძესთან ერთად იმყოფებოდა.
დეპუტატებმა მედიათეკა და დაწესებულების ეზოში მიმდინარე ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. მედიათეკის ეზოს მოწყობა ნოემბერში დასრულდება.
თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ფარგლებში არსებულმა ბიბლიოთეკებმა და მედიათეკებმა მუშაობა 2 მარტიდან განაახლეს და მომხმარებლებს სერვისს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების შესაბამისად სთავაზობენ.
ვარკეთილის ფილიალი, რომელიც 2013 წელს აშენდა შშმ პირთა საჭიროებებზე სრულად ადაპტირებულია. მედიათეკა მოიცავს იზოლირებულ სამკითხველო დარბაზებს ბავშვებისა და მოზარდებისთვის, მთავარ სამუშაო სივრცეს და ეკრანითა და პროექტორით აღჭურვილ მულტიმედიურ ოთახს, სადაც ფილმების ჩვენება, პრეზენტაციები და სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო შეხვედრები იმართება.
თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება 2018 წელს კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტების რეფორმის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც დედაქალაქის 36 ბიბლიოთეკასა და 3 მედიათეკას აერთიანებს. მისი მიზანია თანამედროვე ტიპის კულტურულ-საინფორმაციო სივრცის შექმნა, რომელშიც მომხმარებელს მრავალფეროვანი წიგნადი ფონდით და ელექტრონული რესურსებით სარგებლობის საშუალება აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები