TORESA MOSSY-ს ახალი წიგნის წარდგენა

20 აპრილს, 18 საათზე, მწერალთა სახლში TORESA MOSSY-ს ახალი წიგნის – „ორდროშობანას“ წარდგენა გაიმართება.
„რა მოხდება, თუ ერთ დილით გაიღვიძებთ და აღმოაჩენთ, რომ ქართული დამწერლობა გაქრა? და რა მოხდება, თუ ერთ ჩვეულებრივ სკოლაში სწავლობს 14 წლის ცელქი ბიჭი თომა და ჰყავს ორი ისეთი მასწავლებელი, ლიზა და ზაზა, როგორიც უნდა იყოს ნებისმიერი მასწავლებელი? როგორ შეიქმნა ქართული ანბანი და როგორები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ზღაპრის გმირებად კომბლეს, ასფურცელას და ნაცარქექიას მეტსახელებით იქცნენ, ამას TORESA MOSSY-ს ახალი, საყმაწვილო რომანი „ორდროშობანა“ გვიყვება, რომელიც ერთდროულად საინტერესო თავგადასავალიცაა და დამაფიქრებელი ისტორიაც, გამოგონილი ამბავიც და მიმდინარე მოვლენების ამსახველიც დოკუმენტიც“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები