„ქართული წიგნის სათავეები“ – გამოფენა
21 აპრილს, 13 საათზე, თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტ „თბილისი – წიგნის მსოფლიოს დედაქალაქის“ ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, გამოფენა „ქართული წიგნის სათავეები“ გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა ორი ნაწილისგან შედგება და ხელნაწერთა ცენტრის საცავებში დაცულ ყველაზე მნიშვნელოვან მასალას აერთიანებს.
გამოფენა ჩატარდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით.
ჯგუფური ექსკურსიები გაიმართება ყოველდღე, 11:00 და 15:00 საათზე. 13:00 საათზე კი გაიმართება ონლაინექსკურსიები.
ჯგუფური ვიზიტებისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა:
ცოცხალი ექსკურსია 11:00 საათზე – https://forms.gle/7gtNEfmTsHP5512j9
ცოცხალი ექსკურსია 15:00 საათზე – https://forms.gle/18eyUauF5WvJBvKA7
ონლაინექსკურსია 13:00 საათზე
https://forms.gle/7mBn9CMRWwuy8BKu8
თითოეულ ჯგუფში დაიშვება მაქსიმუმ 25 ადამიანი.