„რატომ? რა უსამართლობაა… ასეთი ბიჭი… უნიჭიერესი, უსაყვარლესი“…

მსახიობ ირაკლი ჭანტურიას გარდაცვალებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ისტორიკოსი და პოლიტიკოსი ზვიად კვაჭანტირაძე ეხმიანება.
„არ მჯერა, ამას რომ ვწერ…
ბოლოს, რაც მომწერა ფრანკფურტიდან, იყო “Schlechte Nachrichten”… .ცუდი ამბებიაო… მერე დედამისის დაკრძალვაზე ვნახე ბოლოს….
რატომ? რა უსამართლობაა… ასეთი ბიჭი… უნიჭიერესი, უსაყვარლესი…
ღმერთმა გაანათლოს მისი სული. დაუჯერებელია….
ვუსამძიმრებ ოჯახს და ბატონ ტარიელს განსაკუთრებით“… – წერს ზვიად კვაჭანტირაძე ფეისბუქის გვერდზე.
მსახიობი ირაკლი ჭანტურია, რომელიც სიმსივნით იყო დაავადებული, გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.
მან  მთავარი – გიას როლი შეასრულა ლაშა თაბუკაშვილის ცნობილ ფილმში – „სანამ წვიმა გადაივლიდეს – ძველი ვალსი“, სადაც მას პარტნიორობას უწევდნენ მედეა ჯაფარიძე და თენგიზ არჩვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები