მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე: გაუკუღმართებული აზროვნება? აგონია? – უფრო კი, დღევანდელი დღით გამოწვეული აგონია უფროა 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ კომენტარს ეხმიანება და აფასებს, როგორც “აგონიას”.

“სააკაშვილი გამოდის ერთ-ერთ არხზე. ცხრა წელია პარლამენტში ვიღაცები მუშაობენო, რას მიაღწიეს ერთი მითხარითო, პაუზა… ჟურნალისტი დუმს…
ცოტა ხანში აგრძელებს, “…საქართველოში ერთადერთი, რითაც ხელისუფლება ფუნქციონირებს, არის დაჭერა, ცემა, პროვოკაცია, ეს ხო არ არის ხელისუფლება…”

რა ჰქვია ამას?
არაადეკვატურობა? – ცოტაა.
გაუკუღმართებული აზროვნება? – სხვა რამესაც ნიშნავს და კარგი, არც ეს.
აგონია? – უფრო კი, დღევანდელი დღით გამოწვეული აგონია უფროა”, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები