პედაგოგი, რომელიც ჯუთისგან ხელოვნების ნიმუშებს ქმნის და „ბონსაი, ანუ სიკეთის ხე“, რომლის შექმნაც გურამ დოჩანაშვილმა შთააგონა

დაიბად სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაღაროში. დაამთავრ თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობ პედაგოგად თბილისი 72- საჯარო სკოლაში.
ბავშვობიდან ქსოვ და ქარგავ, მაგრამ მხატვრული ლიტერატურისა და ქართული ენის სიყვარულმა ფილოლოგობა გადააწყვეტინა.
დაახლოებით 4 წლის წინ კი ინტერნეტში შემთხვევით გადააწყდა ჯვალოს ნაჭრისგან და ძაფისგან  დამზადებულ ყვავილებს, ტოპიარებს და თავადაც სცადა… შემდეგ  ამას ვენეციური ნიღბების იმიტაციაც დაემატა. ახლა კი ზარდახშებზე მუშაობ. ჯვალო და ჯუთი მისი სამუშაო მასალებია.
ამბობს, რომ უსაზღვროდ უყვარს პედაგოგობა, მაგრამ ეს ხელს სულაც არ უშლის, რომ ხელსაქმითაც დაკავდეს. – პედაგოგისა და ხელოვანის, ეკა გურაშვილის პერსონა.

– დავიბადე მოსამსახურის ოჯახში. დედა – პედაგოგი, მამა – იმ დროისათვის კოლმეურნეობის თავმჯდომარე, ხოლო შემდეგი წლების მანძილზე – სოფლის გამგებელი. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ჩემი მშობლები არასდროს  გვაკლებდნენ სითბოს და სიყვარულს. ბედნიერი და ლაღი ბავშვობის წლები დღესაც მენატრება. მხოლოდ ერთი რამ, რაც მაშინ არასასიამოვნოდ მეჩვენებოდა, მუსიკალური სკოლა იყო. ფორტეპიანოზე იძულებით დავყავდი დედას,  მიუხედავად იმისა, რომ კარგად გამომდიოდა და მუსიკალური შვიდწლედის ფრიადოსნობის ატესტატიც ავიღე.
– ბავშვობიდან ქსოვდით და ქარგავდით. რატომ  ფილოლოგობა?
– ქსოვა და ქარგვა მართლაც ბავშვობიდან დავიწყე. ზაფხულის ან ზამთრის არდადეგებზე ბებია მასწავლიდა მატყლის დართვას  და თითისტარზე კოხტად დახვევას. მაჩვენებდა თავისი ხელით მოქარგულ „დაროშკებს“ და ვცდილობდი, მეც მიმემსგავსებინა.
მიყვარდა მხატვრული ლიტერატურა. მყავდა არაჩვეულებრივი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, რომელმაც მშობლიური ენის სიყვარული ჩამინერგა. პროფესიაც ამ სიყვარულმა ამარჩევინა.
– ჯვალო, ეს, ერთი შეხედვით, უხეში ქსოვილი საოცარ სინაზეს აფრქვევს, როცა მისგან დამზადებული ყვავილები შემომცინებენ. საინტერესოა ასევე ჯუთიც, რომელიც ამოუწურავ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანს, თუ მას ცოტაოდენი ფანტაზია აქვს. ჩემი ყველა ნაკეთობა დიდი სიყვარულითაა დამზადებული. პროცესი რთული და შრომატევადია, მაგრამ სასიამოვნო. რამდენჯერ დამთენებია თავზე..
.
– ფეისბუქგვერდზე ორიგინალური ხელნაკეთი ყვავილები, კალათები,  ზარდახშებია… რატომ მოგწონთ ჯვალო?
 ვენეციურ ნიღბებსაც ამზადებთ…
– კიდევ უფრო  საინტერესოა ნიღბებზე მუშაობა და უბრალო ძაფით ადამიანის სახის ნაკვთების გამოყვანა. მითიურ პერსონაჟებსაც შევეჭიდე – ზევსსა და დიონისეს.
– ყველა ნამუშევარი თავის ისტორიას მალავს…
– ჩემი ნამუშევრებიდან გავიხსენებ ერთ-ერთი ნიღბის „ბონსაის ანუ სიკეთის ხის“ შექმნის ისტორიას. მისი შექმნა გურამ დოჩანაშვილის სიტყვებმა შთამაგონა. ამ საკითხზე ყოველთვის ვფიქრობ…
ეს ის ხეა, თითოეული ჩვენგანის კლდოვან სულში რომ უნდა ამოვიყვანოთ, მაგრამ ზოგჯერ, ცოდვების მოძალებასთან ერთად სიკეთის ხე შეიძლება წამოგვექცეს, ფესვიანად მოიგლიჯოს… ამ ნიღაბს ფესვის რაღაც ნაწილი ჯერ კიდევ შეზრდილი აქვს ადამიანის სახესთან, ეს იმედია იმისა, რომ შეიძლება ისევ წამოიმართოს, ისევ გაშალოს რტოები…
– თბილისის 72-ე საჯარო სკოლაში ფილოლოგად მუშაობთ… როგორ უთავსებთ ხელსაქმეს და პედაგოგობას ერთმანეთთან?
უსაზღვროდ ვარ შეყვარებული ჩემს პროფესიაზე. მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, მთელი გულით და სულით ვემსახურები ამ საქმეს, მაგრამ ეს სულაც არ მიშლის ხელს, რომ თავისუფალ დროს ხელსაქმითაც  დავკავდე.
– რას იტყოდით პანდემიასა და პედაგოგის საქმიანობაზე? რა შეცვალა თქვენში პირადად კორონავირუსის ხანამ?
– პანდემიამ ყველა ადამიანის ცხოვრების წესი შეცვალა, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩემიც. რთულია, უყურო ნიღაბაფარებულ ადამიანებს, ვეღარ ხედავდე მათ ღიმილს, ერთმანეთთან ხშირი ურთიერთობებისგანაც თავის შეკავება აუტანელია, რთულია მუდმივად დაძაბულ ვითარებაში ყოფნა.
პედაგოგის საქმიანობაშიც სირთულე იყო. თავდაპირველად წარმოუდგენელი იყო ვირტუალურ საკლასო ოთახში გაკვეთილის ჩატარება, მაგრამ ამ სიახლეებს ადვილად ავუწყეთ ფეხი და შევძელით, ვირტუალურადაც მოგვეხერხებინა შეგვენარჩუნებინა მოსწავლეებისთვის სწავლისადმი ინტერესი.
– რას ნიშნავს თქვენთვის ხელსაქმე?
– ხელსაქმე ჩემთვის მხოლოდ განტვირთვა და გატაცება არაა, უფრო ღრმაა, ნამუშევრის ბოლო აკორდზე ფიქრში გათენებული ღამეა…
რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
– ჩემ ირგვლივ მინდა ვხედავდე ბედნიერებით გაღიმებულ და ერთმანეთზე უსაზღვროდ შეყვარებულ, სიკეთით სავსე ადამიანებს.
– ჰობი…
– მიყვარს კითხვა, ხელსაქმე და სამზარეულოში ფუსფუსი…
ოჯახი… თქვენი შვილი ხატავს…
– მყავს მეუღლე და ორი შვილი. ანდრია 5 წლისაა, მარიამი -7 წლის. მარიამს უყვარს ხატვა და, როგორც მისი ხატვის პედაგოგი ამბობს, კარგადაც გამოსდის… ხატვის გარდა დაინტერესებულია ასევე ჯუთზე მუშაობით და პირველი ნამუშევარი, ხელსახოცის ჩასადები, ბებოს უსახსოვრა…
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ ვგეგმავ ჩემი ნიღბების კოლექციას კიდევ ერთი პიროვნების სახე მივამატო. ვიმედოვნებ, საინტერესო გამოვა.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები