თამთა მეგრელიშვილი: ახლა ვფიქრობ, რომ ეს 40%-იანი ტესტი ,,ოცნებამ” სპეციალურად შეუცურა ოპოზიციას, რომ დღევანდელი დღით მათი სრული ლუსტრაცია მოეხდინა
“ახლა ვფიქრობ, რომ ეს 40%-იანი ტესტი ,,ოცნებამ” სპეციალურად შეუცურა ოპოზიციას, რომ დღევანდელი დღით მათი სრული ლუსტრაცია მოეხდინა”, – ამის შესახებ იურისტი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ახლა ის დროა, ,,ოცნების” მომხრეებმა ჭიქა შამპანური მიირთვან და მათი პარტიის ძალიან სწორი სვლით ისიამოვნონ.
,,შარლ მიშელი ჩამოვიდა, ჩამოიტანა დოკუმენტი, “ოცნებამ” სიმყარისთვის დაამატა 40% იანი ტესტი და მოაწერა ხელი.
შარლ მიშელმა მეორე დოკუმენტი გამოაგზავნა, სადაც 43% ეწერა და ამასაც უყოყმანოდ მოაწერა ხელი ,,ოცნებამ”.
ხოდა ახლა ვფიქრობ, რომ ეს 40% იანი ტესტი ოცნებამ სპეციალურად შეუცურა ოპოზიციას, რომ დღევანდელი დღით მათი სრული ლუსტრაცია მოეხდინა. წესით ხომ ყველაფერი მარტივია, შესაძლო რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელი გზა სახეზეა, ციხეში მყოფი კრიმინალების გარეთ გამოსვლის გეგმა მაგიდაზე დევს და ჰოი საოცრებავ, მარგინალები ისევ არ აწერენ ხელს ამ შეთანხმებას.
აბა თუ მიხვდებით რატომ? აი მიშას დღევანდელი ჩართვა ნახეთ და ყველაფერს მიხვდებით.
ცოტა გვიან, მაგრამ მაინც მიხვდა შლეგი და გამოცდილი სააკაშვილი, რომ მას ისეთი ტრიუკი ჩაუტარა მმართველმა გუნდმა, რომ უკან დასახევი გზა აღარ დაუტოვა.
მოაწერს ხელს და ლეგიტიმაციას აძლევს ყველა პროცესს, არ მოაწერს და ვერავის ვერაფერს აუხსნის, პირველ ყოვლისა კი, დასავლელ პარტნიორებს.
ამიტომ, ახლა მართლა ის დროა, ,,ოცნების” მომხრეებმა ჭიქა შამპანური მიირთვან და მათი პარტიის ძალიან სწორი სვლით ისიამოვნონ”, – წერს თამთა მეგრელიშვილი.