ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს თემურ ქევხიშვილის არქივი გადაეცა

19 აპრილს თემურ ქევხიშვილი დაიბადა. ამ დღეს ფოკლორის სახელმწიფო ცენტრი ეხმიანება.
„საუკუნის ხმად“ აღიარებული თემურ ქევხიშვილი დღეს 81 წლის გახდებოდა… ცნობილი მომღერლისა და ლოტბარის პირადი არქივი ფოლკლორის ცენტრს გადასცა მისმა რძალმა – ეროვნული მუსიკალური ცენტრის გენერალურმა მენეჯერმა – ნინო ნახუცრიშვილმა:
„ჩვენი ოჯახის სურვილით, ფოლკლორის ცენტრსა და ჩემს ძვირფას მეგობარს, გიორგი დონაძეს, გადავეცი ჩემი მამამთილის, თემურ ქევხიშვილის, ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალები: აუდიო და სანოტო ჩანაწერები, მემორიალური ნივთები, ფოტოსურათები, ჯილდოები, დიპლომები, ფირფიტები, აფიშები, მოსაწვევები“..
თემურ ქევხიშვილი იყო ლეგენდარულ ანსამბლ „გორდელას“ ერთ–ერთი დამაარსებელი და სოლისტი; ანსამბლების: „ოროველას“, „იმედის“, „დარიალის“, „ჟურნალისტის“ ხელმძღვანელი; საქართველოს ტელე-რადიო გადაცემების „ქართული ხალხური სიმღერების გაკვეთილების“ ავტორი და წამყვანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები