ლევან ნიკოლეიშვილი: “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ გააშიშვლა “ნაცმოძრაობა”, მათ არც ევროპა აინტერესებთ და არც ამერიკა, მათ აინტერესებთ მხოლოდ ერთი რამ – ხელისუფლების ხელში ჩაგდება

“ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ გააშიშვლა “ნაცმოძრაობა”, მათ არც ევროპა აინტერესებთ და არც ამერიკა, მათ აინტერესებთ მხოლოდ ერთი რამ – ხელისუფლების ხელში ჩაგდება”, – ამის შესახებ ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ნიკოლეიშვილი იმედოვნებს, რომ ახლა მაინც მიხვდებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ რადიკალებთან საუბარს არანაირი აზრი არ აქვს.

,,ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ გააშიშვლა ,,ნაცმოძრაობა”. ,,ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სააკაშვილი და მისი ხელქვეითები ერთადერთი მიზნისთვის იბრძვიან – ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში ნებისმიერი მეთოდით. მათ არც ევროპა აინტერესებთ და არც ამერიკა, მათ აინტერესებთ მხოლოდ ერთი რამ – ხელისუფლების ხელში ჩაგდება ნებისმიერი მეთოდით. იმედია, ახლა მაინც მიხვდებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ რადიკალებთან საუბარს არანაირი აზრი არ აქვს. იმედია, ახლა მაინც შეაფასებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები რადიკალების ქმედებას შესაბამისად,” – წერს ნიკოლეიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები