შალვა პაპუაშვილი: ,,ნაცმოძრაობას” სურს, „ქართული ოცნების” ამომრჩეველს გამარჯვება ძალით წაგლიჯოს და ძალაუფლება არადემოკრატიული გზით მიიღოს

 

,,ნაცმოძრაობას” სურს, „ქართული ოცნების” ამომრჩეველს გამარჯვება ძალით წაგლიჯოს და ძალაუფლება არადემოკრატიული გზით მიიღოს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ კონფროტაციიდან თანამშრომლობაზე გადასვლა არ სურს.

„მნიშვნელობა არ აქვს, დოკუმენტში რა ეწერება. ისინი არცერთ დოკუმენტს არ მოაწერენ ხელს, რადგან შეთანხმება გულისხმობს კონფროტაციიდან თანამშრომლობაზე გადასვლას, რაც არ სურთ. მათ სურთ, ჩვენს ამომრჩევლებს ის გამარჯვება წაგლიჯონ, რომელიც მათ 31 ოქტომბერს მოიპოვეს, „ქართული ოცნების” ამომრჩეველს გამარჯვება ძალით წაგლიჯონ და მიიღონ ძალაუფლება არადემოკრატიული გზით, არამედ არეულობითა და ამით მღვრიე წყალში თევზის დაჭერით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა, რომლის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები