„რუისის ფერისცვალების ტაძრის ეპიგრაფიკა“ – ახალი გამოცემის ონლაინწარდგენა

19 აპრილს, 15:00 საათზე, ონლაინფორმატში, წიგნის – „რუისის ფერისცვალების ტაძრის ეპიგრაფიკა“ (ტექსტების პიუბლიკაცია და ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ანალიზი)“  წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის, ირაკლი გელაშვილის ნაშრომში განხილულია რუისის ფერისცვალების ტაძრის კომპლექსის XI-XVIII საუკუნეების ეპიგრაფიკული ძეგლები: ლაპიდარული, ნაკაწრი და მელნით შერსრულებული წარწერები, რომელთა დიდი ნაწილი პირველად ქვეყნდება.
„გამოცემაში წარწერების პუბლიკაცია მოიცავს რამდენიმე მონაკვეთს: ა) თარიღი, ბ) რაობა, გ) ადგილმდებარეობა, დ) არქეოგრაფიული აღწერილობა, ე) დაზიანება, ვ) გამოცემები და წაკითხვები, ზ) დათარიღება წინა გამოცემებში, თ) დათარიღების საფუძველი, ი) ფოტო, კ) პალეოგრაფიული ასლი, ლ) გადმონაწერი დედნის შრიფტის დაცვით და ჩვენეული წაკითხვა, მ) პალეოგრაფიული დახასიათება, ნ) ტექსტის დადგენა და ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ანალიზი. რა თქმა უნდა თითოეული მონაკვეთი ყოველი წარწერისათვის თანაბარი არ არის, ვინაიდან მათი მოცულობა დამოკიდებულია წარწერის მონაცემებზე, მათ მნიშვნელობასა და სამეცნიერო ღირებულებაზე.
გამოცემა წარმოადგენს მაღალი სამეცნიერო აპარატით გამართულ პირველ მონოგრაფიას რუისის ფერისცვალების ტაძრის კომპლექსის წარწერების შესახებ. რომელიც დიდ დახმარებას გაუწევს როგორც სპეციალისტებს – ეპიგრაფიკოსებს, ისტორიკოსებს, ფილოლოგებს, ხელოვნებათმცოდნეებს და სხვ., ასევე საქართველოს ისტორიით, ძველი ქართული წერილობითი ძეგლებით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას.
ნაშრომი შესრულებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის –  „რუისის ფერისცვალების ტაძრის ეპიგრაფიკა (ტექსტების პუბლიკაცია და ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ანალიზი)“  PHDF-18-820 ფარგლებში.
პროექტი განხორციელდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ბაზაზე 2018-2020 წლებში.
დასასწრებად უნდა მიჰყვეთ ბმულს:
https://zoom.us/j/94384977847?pwd=YjlBUDlOZWlDSnF5azgwVzNyNzVxQT09&fbclid=IwAR3rKumOC4yTXRujXzHHfwdCNTW46w_Lqgs6aJl902t7Ug_CcX6eFvTCf-o#success

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები