„აკუმი“ – ნანა აბულაძის სადებიუტო რომანი

19 აპრილს, 18 საათზე, მწერალთა სახლში ნანა აბულაძის სადებიუტო რომანის – „აკუმის“ წარდგენა გაიმართება.
„გიფიქრიათ ოდესმე, რა მოხდებოდა, ადამიანს სქესი საერთოდ რომ არ ჰქონდეს? ჰო, ჰო, ასე: თქვენს საახლობლოში იბადება ჩვილი და ის არც გოგოა და არც ბიჭი. გიფიქრიათ? აი, ნანა აბულაძის სადებიუტო რომანში სწორედ ეს ხდება. ამ წიგნში ერთი ქართველი და ერთი უცხოელი მეცნიერი ამ ანომალიის კვლევით არიან დაკავებული, თუმცა მთავარი ეს არ არის. მთავარი იმ ცხრა მთავარი პერსონაჟის ამბებია, რომლებიც სქესთან, გენდერთან, სექსუალობასთან, აუსრულებელ (და ასრულებულ) სურვილებთან, სულიერ ძიებებთან და კიდევ მრავალ სხვა რამესთან დაკავშირებულ პრობლემებს აწყდებიან“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები