„გამბიტი“ – მხატვრების გამოფენა

20 აპრილს, 15:00 საათზე, არტგალერეა „ვაკე“ მხატვრების გამოფენას – „გამბიტს“ უმასპინძლებს. ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაში მონაწილეობენ: გელა მიქავა, ნინა კობაიძე, მარიამ ბაიდოშვილი, ხათუნა ქომეთიანი, ირინა ჩიტაშვილი, განნა ფრანსი (გაიანე მინასიანი), გიორგი მკურნალიძე. მოქანდაკე – თამარ თალი თოიძე.
„სიტყვა „გამბიტს“ აქვს რამდენიმე მნიშვნელობა: მათ შორის -მსხვერპლშეწირვა, დავალება, მანევრირება, პირველი ნაბიჯი.
ჭადრაკში გამბიტი – პარტიის ისეთი დასაწყისია, როდესაც შეტევაზე სწრაფად გადასვლის მიზნით თეთრები სწირავენ ფიგურას ან პაიკს. საუბარში, გამბიტი მთავარ თეზისზე, ძირითად საკითხზე გადასვლას ნიშნავს .
თვით სიტყვა „გამბიტი“ პირველად 1561 წელს ესპანელი Ruy López de Segura-ს ნაწარმოებში გამოჩნდა. სიტყვა იტალიურია და, როგორც ავტორი ამბობს, Ringsports სპორტის საჭიდაო არენაზე გამოიყენებოდა Sinne von dare il gambetto ფეხის გამოკვრა ან დადება (ფანდი), ესპანელი ავტორის შემდეგ ეს ტერმინი გამოყენებული იქნა სხვა ენებშიც სხვადასხვა მნიშვნელობით. თუ როგორ მოახერხებენ მხატვრები თავისი ნამუშევრებით სივრცის, ფერის და მასალის გამოყენებით „ძირითადი საკითხით” მაყურებელთან ინტერაქციაში შესვლას, ნახავთ გამოფენაზე, რომლის სათაურს საფუძვლად დაედო ახალგაზრდა მხატვრის გელა მიქავას ფერწერული ტილო – „ღვთაებრივი გამბიტი”, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენა 20 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. გალერეა ღიაა .ყოველ დღე, 13-დან 19 საათამდე, კვირის გარდა.  გახსნის დღეს 20 აპრილს გალერეა ღია იქნება 15 სთ-დან 19 საათამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები