გიორგი ვაშაძე: ეს არის, ფაქტობრივად, საბოლოო დოკუმენტი

“ეს არის, ფაქტობრივად, საბოლოო დოკუმენტი – შეიძლება, ასე ითქვას, რომელშიც მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები შეიძლება შევიდეს. ბევრი რამ შეიძლება კიდევ მინდოდა, რომ ყოფილყო ამ დოკუმენტში, მაგრამ ეს არის დოკუმენტის შინაარსი, რომელიც მეტ-ნაკლებად მისაღები უნდა იყოს ყველა მხარისთვის”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ  განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ორივე პოლიტპატიმრის საკითხი უნდა გადაწყდეს მოკლე ვადაში.

“თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემს პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტსაბჭოსთან მექნება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით. ამ დოკუმენტის პირველ პუნქტში პირდაპირ მითითებულია ორივე პოლიტპატიმრის საკითხი, ორივეს საკითხი უნდა გადაწყდეს და უნდა გადაწყდეს მოკლე ვადაში, იმასაც გეტყვით, რომ რურუას შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ამნისტიის კანონი, ეს შეიძლება იყოს პრეზიდენტის შეწყალება. ერთიც და მეორე მექანიზმიც შეიძლება იყოს გამოყენებული და ეს არის მკაფიო პოზიცია გამოხატული ამ დოკუმენტში. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელ გზას, აქ მითითებულია 43 პროცენტის აუციოლებლობის აღება „ქართული ოცნების“ მხრიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ დოკუმენტში ხუთივე პუნქტთან დაკავშირებით კონკრეტული ჩანაწერი არის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ პირნათელი ვიქნებით ჩვენს მხარდამჭერებთან, საზოგადოებასთან, რომელსაც გულწრფელად უნდა შეთანხმება ამ საკითხზე და ვფიქრობ, ეს არის ის რაციონალური კომპრომისული ვარიანტი, რომელიც მედიატორებმა ჩვენ შემოგვთავაზეს. პირდაპირ გეტყვით, რომ ამ ჩართვის დროს იყო კიდეც საუბარი, რომ ახლა 4 წლის მანძილზე არავინ აპირებს არც აშშ-ის და არც ევროპის მხრიდან, რომ მუდმივად მედიატორები იყვნენ ამ მოლაპარაკებაში, ამიტომ ყველას გვმართებს ღირსეული მიდგომა, სახელმწიფოებრივი მიდგომა, რასაც მე ვერ ვხედავ „ქართული ოცნების“ მხრიდან და ძალიან გაწბილებული ვარ დღევანდელ დღეს და მინდა ვთქვა, რომ ამ ხელმოწერას კი არ დაიმახსოვრებენ, ვინ მოაწერა და ვინ არ მოაწერა ხელი ათლეულების მერე, დაიმახსოვრებენ ერთ რამეს თანამედროვე პირობებში, 2021 წელს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს აღმოაჩნდა შესაძლებლობა კონსენსუსის შეთანხმების, თუ როგორც 90-იანებში მოხდა, საშინელ დაპირისპირებაში გადავიდა ყველაფერი, როცა ვერ შეთანხმდნენ ადამიანები. ამიტომ მე ვფიქრობ, შეთანხმების გზით უნდა ვიაროთ და იმედი მაქვს, ეს დესტრუქცია, რომელიც დღეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან , იქნება გამოსწორებული და შეთანხმება შედგება,“- განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები