გია ხუხაშვილი: დასავლეთი, ფაქტობრივად, ოპოზიციას ელაპარაკება, ხელისუფლებას რატომ დაელაპარაკება, თუ უკვე მოაწერა ხელი?

“რა უნდათ, რომ დანიელსონმა ჩამოართვას ძალაუფლება „ქართულ ოცნებას“ და მათ გადასცეს? სხვაზე არაფერზე არ არიან თანახმა”, – ამის შესახებ ექსპერტი, გია ხუხაშვილი ოპოზიციის მისამართით აცხადებს.

„შესულიყვნენ თავიდანვე პარლამენტში, ნუ აღიარებდნენ ამ არჩევნებს, ეღიარებინათ დე ფაქტო ვითარება და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით შესულიყვნენ პარლამენტში, შიგნით მოეთხოვათ. ხომ არ იქნებოდა ამდენი უბედურება? არც მელიას დაიჭერდნენ და არც პოლიტპატიმრების საკითხი დადგებოდა. დასავლეთი, ფაქტობრივად, ელაპარაკება ოპოზიციას – ხელისუფლებას რაღაზე ელაპარაკება, თუ იმან ხელი უკვე მოაწერა? ამათ ეუბნება, ხელი მოაწერეთო და ესენი ვითომ ვერ ხვდებიან და ცუდი თამაშის პირობებში კარგი სახის შენარჩუნება უნდათ – კარგი, რა, ნუ დაგვღალეთ! შედით პარლამენტში, ნუ მოაწერთ ხელს ნურაფერს, თუ გინდათ, უპირობოდ შევიდნენ. ვის აქვს იმის ილუზია, რომ მართლმსაჯულების რეფორმაზე ხელს მოაწერენ და მურუსიძეს ვინმეს გაუშვებს სასამართლოდან? რა მართლმსაჯულების რეფორმა და პროკურორი და რა კომიტეტები? ეს ხომ მართლა სახის დაკარგვა იქნება, კომიტეტებზე გაიყიდეთო. უპირობოდ შევიდნენ. ერთადერთი მელია და რურუა უნდა გამოვიდნენ. ეწერა კიდეც იმ დოკუმენტში, რომ ამნისტიის საფუძველზე ხელისუფლებას არანაკლებ სჭირდება ამნისტირება და რურუას ნაწილში მოელაპარაკონ პრეზიდენტს – ევროკავშირის ელჩმა შეათანხმოს და დამთავრდება. რამდენიმე თვეა, კატასტროფაში გვაცხოვრებენ. ეს არ არის ხალხისთვის მთავარი თემა”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები