ხათუნა სამნიძე: ვფიქრობ, კიდევ ერთი შანსია, რომ დღეს შევძლოთ შეთანხმება

“ვფიქრობ, კიდევ ერთი შანსია, რომ დღეს შევძლოთ შეთანხმება”, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, პარტნიორები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა მხარეები შეთანხმებამდე მისულიყვნენ და ახლა ელოდებიან, რომ ორივე მხარე მზად იქნება კომპრომისებისთვის.

„ბოლო რაუნდის წარუმატებლად დასრულების შემდეგ ნათელი იყო, რომ ჩვენი პარტნიორები გააგრძელებდნენ თანამშრომლობას როგორც ოპოზიციასთან, ასევე ხელისუფლებასთან. მთელი ამ ხნის განმავლობაში გრძელდებოდა კომუნიკაცია, ჩვენი პარტნიორები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ შეთანხმებამდე მივსულიყავით. სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროკავშირის დღევანდელი ერთობლივი განცხადება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ მოლოდინია, ორივე მხარე მზად ვართ კომპრომისებისთვის და ვხედავთ, რა დევს სასწორზე, ეს არის ქვეყნის ბედი და მომავალი პირველ რიგში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ის, რასაც ელოდება დღეს ჩვენი საზოგადოება, საქართველოს მოქალაქეები, რომ ეს საკითხი გადაწყდება და ორივე მხარე შეძლებს, გამონახოს საერთო ენა და დათმობებით მივიდეს შეთანხმებამდე, ასევე, რასაც ელოდებიან ჩვენი პარტნიორები. ევროპა და ამერიკა არიან ჩვენი მეგობრები, მათი მოლოდინია, რომ ჩვენ შევძლებთ შეთანხმებას, ამიტომ ჩემი მოლოდინიც არის. ყველა რაუნდის წინ მე ვიყავი პოზიტიურად განწყობილი და იქვე ვამატებდი, რომ ეს იქნებოდა ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დასასრული, ვფიქრობ, კიდევ ერთი შანსია, რომ დღეს შევძლოთ შეთანხმება, ცვლილებები მოსალოდნელია იმ დოკუმენტში, რომელიც მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე დაიდო, რაზეც ვერ შევთანხმდით ვერც ერთი მხარე, დღეს უკვე გვესმის და ვიცით, რომ არჩევნებამდე მისასვლელ გზებზე არის შესაძლებლობა, ვისაუბროთ „ქართული ოცნების“ განცხადებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები