ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი ფულითა და მედიარესურსით ახერხებს ვითარების კონტროლს ოპოზიციის შიგნით

„ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთდა ყველაფერი, რომ საქმე შეთანხმებით დასრულდეს, თუმცა ოპოზიცია დესტრუქციულია, რასაც აქვს კონკრეტული მიზეზი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ესაა რადიკალები ოპოზიციის მხარეს და მათი ლიდერი. ვიცით, რომ ოპოზიციის რეალური ლიდერი მიხეილ სააკაშვილია, რომლისთვისაც ნებისმიერი კონსტრუქციული ნაბიჯი და შეთანხმება მიუღებელია.

სააკაშვილს აქვს ორი რესურსი: ესაა ფული, რომელიც მან საქართველოდან წაიღო და მეორე ესაა მედიარესურსი. სწორედ ამ ფულის და მედიარესურსის საფუძველზე ის ახერხებს ვითარების კონტროლს ოპოზიციის შიგნით. ასევე ის ახერხებს იმის მიღწევასაც, რომ დღემდე ოპოზიციის დიდი ნაწილი ხელს არ აწერს ევროკავშირის შემოთავაზებულ დოკუმენტს“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები