ირაკლი კობახიძე: იმისათვის, რომ სპეკულაციის ყოველგვარი საბაბი მოგვესპო, ოპოზიციას შევთავაზეთ ლეგიტიმაციის 40%-იანი ზღვარი

შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის გარშემო კონსულტაციები ორი კვირა მიმდინარეობდა, სწორედ იმ ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„რა თქმა უნდა ბუნებრივია, საინტერესო იყო იმ მოსაზრებების მოსმენა, რომელიც ჩვენ ვაშინგტონში მოვისმინეთ კოლეგების მხრიდან, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საბოლოო ჯამში სწორედ ორკვირიანი განსჯის შედეგი იყო ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პარტიამ, პოლიტსაბჭომ“, – აღნიშნა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერას ჰქონდა მყარი საფუძველი. „ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა იმის დაფიქსირება, რომ ვმოქმედებთ სათანადო პასუხისმგებლობით და ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. ის მდგომარეობა, რომელიც შექმნილია, საჭიროებს ცვლილებას და ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ. სწორედ ამის გამოძახილია ის, რომ ჩვენ არ მარტო ხელი მოვაწერეთ იმ შეთანხმებას, რომელიც წარმოადგინა დანიელსონმა შარლ მიშელისა და ევროკავშირის სახელით, არამედ ამის მიღმა ოპოზიციას შევთავაზეთ 40%-იანი ზღვრის გამოყენება“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ასევე განმარტა, თუ რატომ შეიცვალა ფასილიტაციამოდერაციით. „ეს მდგომარეობდა იმაში, რომ მოდერატორს უკვე უნდა შემოეთავაზებინა თავისი ხედვა პოლიტიკური პარტიისთვის, ანუ ის დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის გადმოსახედიდან იქნებოდა სამართლიანი. სწორედ ამ პრინციპის საფუძველზე შეიმუშავა დოკუმენტი კრისტიან დანიელსონმა ორი ელჩის ჩართულობით და სწორედ ამ დოკუმენტში აისახა ევროკავშირის პოზიცია საკითხის სამართლიანად გადასაწყვეტად. შესაბამისად, დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც ეს დოკუმენტი დევს მაგიდაზე და ხელმოწერილია მმართველი პარტიის მხრიდან, თუმცა მას ხელს არ აწერს ოპოზიცია. ამის მიღმა ჩვენ მზად ვიყავით განგვეხილა ეს საკითხი – მუნიციპალურ არჩევნებთან რიგგარეშე არჩევნების საკითხის დაკავშირება თავისი ბუნებრივი ბარიერით და ამ 40%-იან ბარიერზე ჩვენ ოპოზიციასთან შევთანხმდით ჯერ კიდევ შარშან, როცა ხელი მოეწერა 8 მარტის შეთანხმებას. იმისათვის, რომ სპეკულაციის ყოველგვარი საბაბი მოგვესპო, ეს ბონუსი შევთავაზეთ დამატებით ოპოზიციას. ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომელიც კონსტრუქციულადაა განწყობილი, ჩვენ დავტოვეთ არგუმენტი, რომ დაეხსნან იმ ბულინგს, რომელსაც ისინი განიცდიან ოპოზიციის რადიკალური ნაწილისგან“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, მაგიდაზე დევს მყარი შეთავაზება, რომელიც ეფუძნება შარლ მიშელის ეგიდით დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, რომელიც სამართლიანობაზეა აგებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები