ჟიგიმანტას პავილიონისი: მივესალმები პოზიტიურ სიგნალებს თბილისიდან, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია სწორი მიმართულებით

ბრიუსელსა და ვაშინგტონში, ქართული ოცნების ნაბიჯს, ხელი მოაწეროს კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს, ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური შეფასება მოჰყვა.

ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი twitter-ზე წერს, რომ თბილისიდან პოზიტიურ სიგნალებს მიესალმება.

“მივესალმები პოზიტიურ სიგნალებს თბილისიდან – ეს კიდევ ერთი ნაბიჯია სწორი მიმართულებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ერთიანობა და კომპრომისი საქართველოს მომავლისთვის ჩვენს ტრანსატლანტიკურ ოჯახში,” – ამბობს ჟიგიმანტას პავილიონისი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები