კობა ნაყოფია: ვიდრე ნიკა მელია თავისუფალი არ იქნება, „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შეუძლებელია

ნიკა მელია უკანონოდ არის დაკავებული, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება სრულიად აბსურდია და ვიდრე ის თავისუფალი არ იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი შეთანხმება არ იქნება. ეს არის ჩვენი პარტიის მკაფიო პოზიცია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა დასმულ შეკითხვას კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერის შესახებ

კობა ნაყოფიას თქმით, ნიკა მელია უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია დანიელსონის დოკუმენტთან დაკავშირებით ძალიან მარტივი და მკაფიოა. კარგად იცით, რომ რამდენიმე დღის წინ ივანიშვილის ხელისუფლებამ უკვე მეორედ დააპატიმრა ნიკა მელია. როდესაც მთავარი ოპოზიციური ძალის თავმჯდომარე არის დაპატიმრებული, ჩვენ ვთვლით, რომ შეთანხმება „ქართულ ოცნებასთან“ შეუძლებელია, სანამ ნიკა მელია თავისუფალი არ იქნება. ნიკა მელია არის ის ადამიანი, რომელიც უნდა იჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. როდესაც ნიკა მელია თავისუფალი იქნება, რა თქმა უნდა, ის მოლაპარაკების პროცესებში ჩაერთვება, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის რიგგარეშე არჩევნები, გიორგი რურუას გათავისუფლება, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებისა და პოლიტიკურად დევნის შეწყვეტა ამ ქვეყანაში. ეს არის მარტივი და მკაფიო პოზიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“,- განაცხადა კობა ნაყოფიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები