არსებობს თუ არა უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი – აშშ-ის ევროპის სარდლობის გენერლის შეფასება

აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების სარდლობის ხელმძღვანლის, გენერალ ტოდ უოლტერის შეფასებით, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი დაბალი ან საშუალოა.

ამის შესახებ მან აშშ-ის კონგრესში, წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრების წინაშე გამოსვლის დროს განაცხადა.

ამასთან, მას არ დაუზუსტებია, თუ რომელ სადაზვერვო მონაცემს ეყრდნობა მისი შეფასება.

მისი თქმით, ამერიკელი სამხედროები ამჟამად რუსეთის შეჭრას არ ელოდებიან, თუმცა, ასეთ რისკს არ გამორიცხავენ.

კანონმდებლების თხოვნაზე, განმარტოს, შეიცვლება თუ არა ასეთი რისკი რამდენიმე კვირის შემდეგ, უოლტერსმა პირდაპირი პასუხი არ გასცა.

“ეს გარემოებებზეა დამოკიდებული, სხვა პასუხის გასაცემად ხვალამდე მომიწევდა საუბარი”, – თქვა მან და დასძინა, რომ თუ ამჟამინდელი ტრაექტორია შენარჩუნდება, შეჭრის რისკი შესაძლოა, შემცირდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები