„დაისის მიზიდულობა” – სალომე ჯაშის ფილმის ონლაინჩვენება

17 აპრილს, 22:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბში სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის – „დაისის მიზიდულობის” ჩვენება გაიმართება.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა შვეიცარიაში, საერთაშორისო კინოფესტივალზე – Visions du Réel, სადაც „დაისის მიზიდულობა” მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა სექციაში Regard Neuf – პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმები​.
„დაისის მიზიდულობა” საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. იგი რეგიონული სატელევიზიო არხის საშუალებით ერთი პატარა ქალაქის შესახებ მოგვითხრობს, სადაც რიტუალები და ტრადიციები, ნორმები და დოგმები ცხოვრების წესს განსაზღვრავს და სადაც თანამედროვე მსოფლიოს ანარეკლიც იჭრება.
ფილმის ჩვენება გაიმართება ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. პირდაპირი ჩვენების ბმული ასევე გაზიარდება ეროვნულ კინოკლუბში.
„რადგან ფილმი გაყიდულია არაერთ ქვეყანაში და მისი უფასო დისტრიბუციის უფლება მხოლოდ საქართველოში გვაქვს, 17 აპრილის ონლაინ კინოჩვენებაზე „დაისის მიზიდულობა” ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საქართველოში მყოფი მაყურებლებისთვის“, – აღნიშნულია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები