მიხეილ სარჯველაძე: კომპრომისებისთვის მზად ვართ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციის ყველა მოთხოვნას დავთანხმდებით

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მმართველი გუნდი კომპრომისებისთვის მზადაა, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციის ყველა მოთხოვნას დათანხმდება.

“კომპრომისებისთვის ხელისუფლება ნამდვილად მზადაა და ეს არ არის პირველი განცხადება, იქამდეც გაკეთდა მსგავსი განცხადებები. პრაქტიკულად, ყველაფერთან დაკავშირებით გვაქვს კომპრომისული გადაწყვეტილებები, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ დავთანმხდებით ყველა მოთხოვნას, რომელიც აქვს ოპოზიციას. მხოლოდ ისეთი კომპრომისების ირგვლივ ვისაუბრებთ, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ხალხს. მათ შორის, ვადამდელ არჩევნების უმიზეზოდ დანიშვნა, ვფიქრობთ, რომ სწორი გადაწყვეტილება არ იქნება, ასევე, არ იქნება მართებული პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რასაც ოპოზიცია ჩვენგან მოითხოვს”, – აცხადებს სარჯველაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები