სალომე ზურაბიშვილი: კავკასიისადმი გაზრდილი ინტერესი სხვადასხვა გარე აქტორისგან, ახალი გეგმები თუ პლატფორმები, რის შესახებაც გვესმის, რეგიონის მნიშვნელობას ადასტურებს

“კავკასიისა და შავი ზღვის გავლით, აზიის და ევროპის დასაახლოებლად მასშტაბური პროექტების განხორციელება მოითხოვს ყველასი და, კერძოდ, ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის, ევროკავშირის აქტიურ მონაწილეობას სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ სომხეთის პრეზიდენტთან, არმენ სარქისიანთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კავკასიის მომავალი კავკასიის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა განსაზღვრონ.

„ესკალაცია და დესტაბილიზაცია ემუქრება შავი ზღვის რეგიონს და არამხოლოდ. ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ რეგიონისთვის დღეს დეესკალაცია. განვიხილეთ რეგიონის პოტენციალი, რაც უნიკალური ეკონომიკის კუთხით. გაზრდილი ინტერესი სხვადასხვა გარე აქტორისგან, ახალი გეგმები თუ პლატფორმები, რის შესახებაც გვესმის, ადასტურებს რეგიონის მნიშვნელობას. კავკასიის ქვეყნების როლი გადამწყვეტი რჩება და მისი მომავალი კავკასიის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა განსაზღვრონ. ამავდროულად, კავკასია თავის სატრანზიტო და სხვა პოტენციალის გათვალისწინებით მხოლოდ ღია რეგიონად წარმოგვიდგენია. კავკასიისა და შავი ზღვის გავლით, აზიის და ევროპის დასაახლოებლად მასშტაბური პროექტების განხორციელება მოითხოვს ყველასი და, კერძოდ, ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის, ევროკავშირის აქტიურ მონაწილეობას სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად. მნიშვნელოვანია ევროკავშირის ჩართულობა კონფლიქტის საბოლოოდ დარეგულირებაში, როგორც შემდეგი ინფრასტრუქტურული გეგმების განხორციელებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ორბელიანების სასახლეში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და სომხეთის სახელმწიფო დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები