„თვალდაკარგული ყივჩაღის ჩანაწერები ანუ დეშთი-ყიფჩაღი“ – ბექა ქურხულის ახალი წიგნის წარდგენა

15 აპრილს, 18 საათზე, „მზიურის“ ამფითეატრში ბექა ქურხულის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „თვალდაკარგული ყივჩაღის ჩანაწერები ანუ დეშთი-ყიფჩაღი“ ბექა ქურხულის ახალი რომანია, რომლის პირველი 16 გვერდი ოცდაორი წლის წინ დაიწერა… ნაწარმოებში მოქმედება ორ დამოუკიდებელ ხაზად, ორ სრულიად განსხვავებულ დროსა და ადგილას ვითარდება – მე-13 საუკუნის შუა აზიაში, დიდი ყივჩაღეთის ველებზე, ანუ დეშთი ყიფჩაღში და 21-ე საუკუნის დასაწყისის თბილისში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები