„ფოლკამბები“ – ნინო ნანეიშვილი

16 აპრილს, 14:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრის ბიბლიოთეკიდან. „ფოლკამბების“ მორიგი გადაცემა დაიწყება.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, მეცხრე გადაცემის სტუმარია ეთნომუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ანსამბლ „იალონის” ხელმძღვანელი ნინო ნანეიშვილი.
„გვიყურეთ ყოველ პარასკევს, 14:00 საათზე. გადაცემის მიზანია, გააშუქოს ფოლკლორში მიმდინარე ამბები და მოწვეულმა სტუმარმა წამყვანთან ერთად განიხილოს მნიშვნელოვანი და აქტუალური თემები“, – აღნიშნულია ფოლკლორის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
გადაცემას უძღვება გივი აბესაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები