გიგი უგულავა: ვემზადებით 15 მაისისთვის – ესაა შესაძლებლობა თითოეული გაბრაზებული მოქალაქისთვის, მოვიდეს და ბრაზი მკაფიოდ გამოხატოს

„მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ინტენსივობით, სხვადასხვა თემაზე ვაკვირდებით პროტესტს, იმედგაცრუებულ და გაბრაზებულ ადამიანებს, რომელთაც შედეგი არ აქვთ, რადგან ხელისუფლება მხოლოდ სპეცრაზმის საშუალებით ელაპარაკება”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციისთვის მზადებას განაგრძობს.

„მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ინტენსივობით, სხვადასხვა თემაზე ვაკვირდებით პროტესტს, იმედგაცრუებულ და გაბრაზებულ ადამიანებს, რომელთაც შედეგი არ აქვთ, რადგან ხელისუფლება მხოლოდ სპეცრაზმის საშუალებით ელაპარაკება, იჭერენ აქტივისტებს, გუმათჰესსა და სხვადასხვა სოფელში, თავის მიწა-წყალზე არ უშვებენ ადამიანებს. შეუძლებელია, ეს დიდხანს გაგრძელდეს. ამიტომ, მთელი საქართველოს მასშტაბით, კახეთი იქნება ეს თუ სხვა რეგიონი, პირველ ყოვლისა, ჩვენს ამომრჩევლებს უნდა მოვუსმინოთ. მათ აქვთ ბრაზი, რადგან ქვეყანა, რომელსაც ამხელა რესურსი აქვს, უკან მიდის, ხელისუფლება კი ილუზიას უქმნის, თითქოს საქართველო ჰყვაოდეს. პირველ ყოვლისა, ჩვენ იმ ადამიანებს შევხვდებით, ვისაც პროტესტი აქვს, რადგან აქციაზე სწორედ ასეთი ადამიანები დადიან. ვემზადებით 15 მაისისთვის, როგორც შესაძლებლობა თითოეული გაბრაზებული მოქალაქისთვის, მოვიდეს და თავისი ბრაზი მკაფიოდ გამოხატოს. ამისთვის აუცილებელია, შევიკრიბოთ და გავუშვათ, იმიტომ რომ ვხედავთ, ქვეყნის განვითარებას შორის არის ოლიგარქი ივანიშვილი, რომელიც სეკატორით ჭრის განვითარების შესაძლებლობას“, – განაცხადა უგულავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები