მე-6 საარტილერიო ბრიგადის 62-ე საარტილერიო ბატალიონმა 12-დღიანი საველე წვრთნები დაასრულა
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადის 62-ე საარტილერიო ბატალიონმა 12-დღიანი ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები დაასრულა.
როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დასკვნითი სწავლება საბრძოლო სროლებით ორფოლოს სასწავლო სასროლეთზე ჩატარდა.
“62-ე საარტილერიო ბატალიონმა სამანევრო ქვედანაყოფების საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა და საბრძოლო რაკეტების გამოყენებით პირობით მოწინააღმდეგეზე საარტილერიო რეიდი განახორციელა.
საველე წვრთნების მიზანი ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება და კოორდინებული მოქმედებების დახვეწა იყო”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.