აქციის მონაწილეების თქმით, შსს-თან რამდენიმე მათი თანამოაზრე დააკავეს
შსს-თან გამართულ აქციაზე სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს. ამის შესახებ თავად აქციის მონაწილეები საუბრობენ.
სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეები სამოქალაქო აქტივისტის გიორგი მუმლაძის დაკავებას აპროტესტებენ და შსს-ს მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
შსს-ს ინფორმაციით, “ქართული ოცნების” ოფისთან გამართულ აქციაზე, გიორგი მუმლაძე პოლიციის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.