ვახტანგ მეგრელიშვილი: „ნაცმოძრაობისა“ და თავად ნიკა მელიას პათოსი გუშინ იყო კვლავ აგრესიული და მებრძოლი – სიტუაციას კომპრომისი არ ეტყობა

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი – ვახტანგ მეგრელიშვილი გუშინ ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და თავად ნიკა მელიას პათოსი გუშინ იყო კვლავ აგრესიული და მებრძოლი. სიტუაციას კომპრომისი არ ეტყობა. ერთი რამ ცხადია, რომ ხელისუფლებამ ისინი უნდა გამოუშვას, რადგან დაპირისპირებული მხარის მებრძოლები ჰყავს პატიმრად აყვანილი. მაგრამ მეორე მხარის მებრძოლსაც ამ ბრძოლის დასრულება ხომ უნდა უნდოდეს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში დატოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები