ანა ბუჩუკური: ჩვენი გადაწყვეტილება პარტიისა და ფრაქციის დატოვების შესახებ „ქართული ოცნებისთვის“ მოულოდნელი არ იყო

“გიორგი გახარიასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეიდან პარტიის მშენებლობის აქტიურ ფაზას ვიწყებთ”, – ამის შესახებ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიისა და ფრაქციის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება „ქართული ოცნებისთვის“ მოულოდნელი არ იყო.

„გიორგი გახარიასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეიდან ვიწყებთ აქტიურ ფაზას პარტიის მშენებლობის, შესაბამისად, ვტოვებთ ფრაქციას და პარტია „ქართულ ოცნებას“. ეს გადაწყვეტილება არ არის მოულოდნელი „ქართული ოცნებისთვის“. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გიორგი გახარიასთან ერთად უახლოეს მომავალში საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

პარლამენტის 5-მა დეპუტატმა “ქართული ოცნება” დატოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები