„დედაენის დღე“ და ელენე ახვლედიანის ნამუშევარი ქართული ანბანის ელემენტებით

14 აპრილი ქართული ენის დღეა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ენის დღეს ელენე ახვლედიანის ნამუშევარს აქვეყნებს ფეისბუქის გვერდზე.
„მხოლოდ დედა ენა არის ენა სულისა და გულისა, ყველა უცხო ენანი კი არიან ენანი მეხსიერებისა… მხოლოდ დედაენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ“… – წერდა იაკობ გოგებაშვილი.
1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაწყებულმა პროტესტმა ქართულ ენას სახელმწიფო სტატუსი შეუნარჩუნა. 1990 წელს, ქართველი ხალხის მიერ 1978 წელს მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად, 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში დაცულია ელენე ახვლედიანის ნამუშევარი ქართული ანბანის ელემენტებით (საზედაო ასოები წიგნის ილუსტრაციისათვის).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები