„ქართულ-ბიზანტიური ტიხროვანი მინანქრის მინერალოგიურ თავისებურებათა კვლევა ინოვაციური მეთოდებით“ – ერმინე მაღრაძის წიგნის წარდგენა
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ეროვნული მუზეუმის სარესტავრაციო-საკონსერვაციო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის ერმინე მაღრაძის წიგნის – „ქართულ-ბიზანტიური ტიხროვანი მინანქრის მინერალოგიურ თავისებურებათა კვლევა ინოვაციური მეთოდებით“ – გაიმართა.
„მონოგრაფიაში წარმოდგენილია ოქროს საფუძველზე შესრულებული შუა საუკუნეების ქართულ-ბიზანტიური ტიხროვანი მინანქრის ტექნოლოგიის კვლევის საკითხები. ეს ტექნოლოგია თავისი არსით მკვეთრად განსხვავდება მაშინდელ მსოფლიოში გავრცელებული ფერადი დეკორატიული მინით ლითონის ნაკეთობების შემკობის სხვა ხერხებისა და მეთოდებისაგან. ნაშრომი აერთიანებს ამ განმასხვავებელი ფაქტების, ტიხროვანი მინანქრისათვის საჭირო ფერადი დეკორატიული მინისა და ძვირფასი ლითონის – ოქროს მინერალოგიურ თავისებურებათა კვლევის შედეგებს, რომლებიც თანამედროვე ზუსტი ანალიზური ხელსაწყოების გამოყენებით განხორციელდა. მონოგრაფიაში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილი ფერადი დეკორატიული მინის არტეფაქტებისა და ჩვენს დრომდე მოსული მინანქროვანი ძეგლების კვლევის საკითხებზე. ეს არის მცდელობა იმის დასადგენად თუ რა ინტელექტუალური და მატერიალური საშუალებები შეიძლება არსებულიყო უძველეს საქართველოში ესოდენ რთული, ძვირადღირებული ტექნოლოგიის ადგილობრივი წარმოებისათვის.
ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებული სიღრმისეული კომპლექსური კვლევები განხორციელდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ კვლევით ლაბორატორიაში. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
აღნიშნული კვლევა-ძიება წარიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით“, – აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის მეირ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.