ხმაური რიონის ხეობაში – “ენკას” ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

სოფელ გუმათში, კომპანია “ენკას” ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

აქტივისტებმა კომპანიის ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვის მიზნით შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს. ხმაური სწორედ ერთ-ერთი მიკროავტობუსისთვის გზის გადაკეტვას მოჰყვა.

“მოსახლეობა გაივლის და ვერ გაივლის კომპანიის მანქანები, არიან პროვოკატორები, რომელშიც შევიდნენ დაპირისპირებაში მძღოლთან, ცდილობენ აქაურობა არიონ და ჩვენ ვცდილობთ, არ მივცეთ ამის საშუალება,” – განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” დამფუძნებელმა, ვარლამ გოლეთიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები