პროკურორი – მელიას: დევნილი ვარ, ომში ვარ ნამყოფი, დარწმუნებული ვარ – ჯარშიც არ ყოფილხართ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პროცესი მიმდინარეობს, ნიკა მელიასა და მისი საქმის პროკურორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

“დევნილი ვარ აფხაზეთიდან, ომში ვარ ნამყოფი, დარწმუნებული ვარ – ჯარშიც არ ყოფილხართ”, – მიმართა პროკურორმა ია დარჯანიამ ნიკა მელიას.

“ვის ეუბნებით? პროკურორი საუბრობთ თუ შოთაძე?” – უპასუხა პროკურორს ნიკა მელიამ, რაზეც ადრესატმა განუცხადა, რომ: “როცა საქმე ჩემი ქვეყნების ინტერესებს ეწინააღმდეგება, თქვენთან ვარ, მაგრამ ახლა საქმე ეხება შტურმს პარლამენტზე”, – აღნიშნა პროკურორმა ია დარჯანიამ.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები