უკრაინის ელჩი: საქართველო და უკრაინა ყოველთვის ერთად არიან, ჩვენ ვგრძნობთ და გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა

“საქართველო და უკრაინა ყოველთვის ერთად არიან, ჩვენ ვგრძნობთ და გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა”, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ერთიანობა და სოლიდარობა მნიშვნელოვანია.

„საქართველოს მხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. თქვენ იცით თქვენი და უკრაინის ისტორია. მრავალი წლის წინ, როდესაც აფხაზეთში მოვლენები ვითარდებოდა, უკრაინელები აქ იყვნენ. 2008 წელს, როდესაც საქართველოს თავს დაესხა რუსეთის ფედერაცია, უკრაინა იყო აქ. 2014 წელს, როდესაც უკრაინელებს თავს დაესხა რუსეთი, თქვენ იყავით ჩვენ გვერდით. ჩვენ ყოველთვის ერთად ვართ, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში. თქვენი აქ ყოფნა არის თქვენი მხარდაჭერის ნათელი გამოხატვა. მადლობა ამისთვის. ჩვენ ვგრძნობთ და გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა. მთავარი, რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია, რათა რუსეთს ვაჩვენოთ, რომ აგრესიული გეგმები აღარ გაუვა, არის ერთიანობა და სოლიდარობა“, – განაცხადა იგორ დოლგოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები